პეპ გუარდიოლა, კარლო ანჩელოტი, ლიონელ სკალონი
Aa
Aa

FIFA The Best: საუკეთესო მწვრთნელების სამეული ცნობილია

FIFA წლის საუკეთესოების ნომინაციებს ეტაპობრივად ასახელებს. რამდენიმე დღის წინ, მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ The Best-ის ჯილდოზე 3 საუკეთესო მეკარე დაასახელა - ტიბო კურტუა, ეიმილიანო მარტინესი, იასინ ბონო.

დღეს კი, წლის საუკეთესო მწვრთნელების ფინალისტები გახდა ცნობილი. კარლო ანჩელოტი (მადრიდის რეალი), პეპ გუარდიოლა (მანჩესტერ სიტი) და ლიონელ სკალონი (არგენტინის ნაკრები).

მანამდე პრეტენდენტთა შორის ასევე იყვნენ დიდიე დეშამი (საფრანგეთი) და ვალიდ რეგრაგი (მაროკო), თუმცა მათ ფინალში მოხვედრა ვერ შეძლეს.

რაც შეეხება წლის საუკეთესო მოთამაშის წოდებას, ჯერჯერობით ფინალისტი სამეული გარკვეული არ არის, თუმცა ვიცით 15 კანდიდატის სია. ის ასე გამოიყურება: ხულიან ალვარესი, ჯუდ ბელინგემი, კარიმ ბენზემა, კევინ დე ბრუინი, ერლინგ ჰოლანდი, აშრაფ ჰაკიმი, რობერტ ლევანდოვსკი, სადიო მანე, კილიან მბაპე, ლიონელ მესი, ლუკა მოდრიჩი, ნეიმარი, მოჰამედ სალაჰი, ვინისიუს ჟუნიორი.

შეგახსენებთ, რომ დაჯილდოების ცერემონია 2023 წლის 27 თებერვალს გაიმართება. კანდიდატთა შედეგების განხილულ პერიოდად 2021 წლის 8 აგვისტოდან 2022 წლის 18 დეკემბრამდე მონაკვეთი სახელდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ანჩელოტი პერესს კვარას შეძენას სთხოვს“ - რეალის სატრანსფერო გეგმები
„ანჩელოტი პერესს კვარას შეძენას სთხოვს“ - რეალის სატრანსფერო გეგმები