ბუდუ ზივზივაძე, კრისტიან აიხნერი
Aa
Aa

როგორი შთაბეჭდილება მოახდინა ვარჯიშებზე - კარლსრუეს თავკაცმა ბუდუზე ისაუბრა

„კარლსრუეს“ მთავარმა მწვრთნელმა, კრისტიან აიხნერმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და „ფიურტთან“ ჩანიშნულ შეხვედრაზე ისაუბრა. აიხნერს ბუდუ ზივზივაძეზეც ჰკითხეს და გერმანელმა სპეციალისტმა ჟურნალისტებს თავისი შთაბეჭდილებები გაუზიარა.

„ზივზივაძეს რაც შეეხება, ვფიქრობ, შესაძლებელია, ხვალინდელ შეხვედრაში, შეტევაში ერთ-ერთი ვარიანტი იყოს ან მინიმუმ სამატჩო განაცხადში მოხვდეს. ბუდუს სჭირდება, გუნდთან ერთად კიდევ ერთი ან ორი კვირა გაატაროს, რათა ბუნდესლიგა 2-ს შეეგუოს. ეს ნორმალურია, როცა სხვა ქვეყანაში და სხვა ჩემპიონატში გადადიხარ. ის, რასაც ქართველი ფეხბურთელი ვარჯიშებზე კარის წინ, ბურთით აკეთებს, ბევრს გვპირდება“.

შეგახსენებთ, რომ ზივზივაძის „კარლსრუე“ ბუნდესლიგა 2-ში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის. „ლურჯები“ მე-14 ადგილს იკავებენ, თუმცა გასავარდნ ზონას ბურთების უკეთესი შეფარდების ხარჯზე უსწრებენ. „კარლსრუეს“ მომდევნო მეტოქე „ფიურტია“, რომელსაც ხვალ, თბილისის დროით, 21:30-ზე დაუპირისპირდება.

ზივზივაძე ბოლოს „ფეჰერვარის“ ღირსებას იცავდა და კლუბი ხელმძღვანელობასთან მომხდარი კონფლიქტის გამო მიმდინარე წლის იანვარში დატოვა. 28 წლის ფორვარდმა გერმანიის მეორე ბუნდესლიგის გუნდ „კარლსრუესთან“ კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდე გააფორმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარამ გუნდში გადატრიალება მოახდინა“ - ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი
„კვარამ გუნდში გადატრიალება მოახდინა“ - ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი