დონეცკის შახტარი
Aa
Aa

უკრაინელი ფეხბურთელი რუს ტურისტს ფიზიკურად გაუსწორდა

დონეცკის „შახტარისა“ და უკრაინის ნაკრების ფეხბურთელი, დანილ სიკანი თურქეთის ერთ-ერთ სასტუმროში რუს ტურისტთა ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდა. ინფორმაციას ცნობილი უკრაინული Youtube-არხი, VZBIRNA ავრცელებს.

უკრაინული გუნდი რამდენიმე კვირაა თურქეთში საწვრთნელ შეკრებას გადის და ახალი სეზონისთვის ადგილიდან ემზადება. წყაროზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ სიკანი რუსი ტურისტების ქცევამ გააღიზიანა. კერძოდ, როდესაც ტურისტთა ჯგუფმა სასტუმროში „შახტარის“ ფეხბურთელები შენიშნეს, რუსეთის მხარდამჭერი შეძახილების სკანდირება დაიწყეს - „დიდება რუსეთს“.

ბუნებრივია, ამ ქმედებას უკრაინელი ფეხბურთელების მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, დანილო სიკანი კი ერთ-ერთ რუს ტურისტს ფიზიკურადაც გაუსწორდა. VZBIRNA ამბობს, რომ დაპირისპირების შემდეგ, რუსი მამაკაცის კლინიკაში გადაყვანაც გახდა საჭირო და მას ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუსვეს. ამასთან, გონზე მოსვლის შემდეგ მან სიკანიც ვერ იცნო.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებები 25 თებერვალს დაიწყო და ამ დრომდე აგრძელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არ მინდა კიდევ ერთხელ შევცდე“ - წიტაიშვილი დინამოში დაბრუნებაზე
„არ მინდა კიდევ ერთხელ შევცდე“ - წიტაიშვილი დინამოში დაბრუნებაზე