ფუტსალი: საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას 3:2 მოუგო
Aa
Aa

ფუტსალი: საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას 3:2 მოუგო

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მოლდოვასთან ამხანაგური მატჩი გამართა და მეტოქეს 3:2 სძლია.

პირველი ტაიმი ფრედ 0:0 დასრულდა. მეორე ნახევარში ანგარიში ჯანიკო გიორგაიამ გახსნა, რომელსაც ნაკრებში დებიუტი ჰქონდა. მეორე და მესამე გოლები გიორგი ქურდაძემ და შოთა თოფურიამ გამოიჩინეს.

აღსანიშნავია, რომ მოლდოვასთან ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრები ლეგიონერების გარეშე შეიკრიბა. მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში მხოლოდ საქართველოს ფუტსალის ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელები იმყოფებიან.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოსა და მოლდოვის ეროვნული ნაკრებების მეორე შეხვედრა 9 თებერვალს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალი იქნება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს ტრადიციულად სფფ-ის Youtube არხი შემოგვთავაზებს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დაუჯერებელი დრიბლიორი“ - ქინქლაძე ტოპ 11-ში დე ბრუინისა და აგუეროს გვერდით
„დაუჯერებელი დრიბლიორი“ - ქინქლაძე ტოპ 11-ში დე ბრუინისა და აგუეროს გვერდით