ბაადურ ჯობავა
Aa
Aa

რასისტულ სკანდალში გაეხვია - ჯობავა Chess.com-მა ყველა ტურნირიდან მოხსნა

ქართველი მოჭადრაკე Chess.com-მა ყველა საერთაშორისო ტურნირიდან წლის ბოლომდე მოკვეთა. მიზეზი 39 წლის ჯობავას მხრიდან ჩინელი მოჭადრაკის მისამართით გაკეთებული რასიზმის შემცველისა და შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთება გახდა.

ერთ-ერთი ონლაინ-ტურნირის მიმდინარეობისას, ბაადურ ჯობავა ჩინელ ქსიანგუ ქსუსთან დამარცხდა, რის გამოც ასპარეზობას გამოეთიშა. ქართველი დიდოსტატი მიიჩნევდა, რომ მისმა მეტოქემ აკრძალული პროგრამა გამოიყენა და ის ე.წ. „ჩეთერობაში“ დაადანაშაულა. მოგვიანებით, Chess.com-ის პორტალზე ჯობავამ ჩინელ მოჭადრაკეს შეურაცხმყოფელი მესიჯიც გაუგზავნა: „პატარა ჩინელო განავალო, როგორც ბედავ ასე ურცხვად მოტყუებას?

მოგვიანებით, ქართველმა დიდოსტატმა Chess.com-ის მოდერატორთან საუბრის დროს ტურნირიდან ყველა ჩინელის მოხსნა მოითხოვა და ისინი შეურაცხმყოფელი სიტყვებით კიდევ ერთხელ მოიხსენია.

აღნიშნულ ინციდენტზე დაუყონებლივი რეაქცია მოახდინა Chess.com-ის ადმინისტრაციამ და ჯობავას წლის ბოლომდე საპრტიზო ტურნირებზე დისკვალიფიკაცია მისცა. Chess.com-მა სპეციალური განცხადებაც გაავრცელა:

3 თებერვალს, Airthings Masters Play-In-ის მიმდინარეობისას ბაადურ ჯობავამ დაარღვია Chess.com-ის წევრების ქცევის კოდექსი. გააკეთა რასისტული და შეურაცხმყოფელი კომენტარები ერთ-ერთი მონაწილის მიმართ და დაამცირა ჩვენი გუნდის ღირსეული წევრი.

ამ ქმედებებზე ინფორმაციის მიღების შემდეგ ჩავატარეთ მოკვლევა, დაველაპარაკეთ ყველა მხარეს, მათ შორის ჯობავას, რომელსაც შევატყობინეთ, რომ მის ანგარიში დაიბლოკება  ყველა საპრიზო ტურნირზე, რომელიც 2023 წელს გაიმართება.

სექსიზმის, რასიზმის და ნებისმიერი სხვა ფორმის არატოლერანტობის ადგილი ჩვენთან არ არის და გვაქვს მოლოდინი, რომ როგორც პროფესიონალი მოჭადრაკეები, ისე მოყვარულები ამ სტანდარტებს დაიცავენ.

ცნობისთვის, ბაადურ ჯობავა წლების განმავლობაში საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა ნაკრების ლიდერად ითვლებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
13 წლის შვილმა კოკაინი მოიხმარა - აინტრახტის მფლობელი სკანდალში ეხვევა
13 წლის შვილმა კოკაინი მოიხმარა - აინტრახტის მფლობელი სკანდალში ეხვევა