ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

„კვარა-ოსის საწყისი ფასი 200 მილიონი იქნება“ - იტალიური მედია

იტალიური მედია „ნაპოლის“ შემტევების, ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენის შესახებ წერს და მათ სატრანსფერო მომავალს განიხილავს.

სააგენტო Repubblica-ს დღევანდელი გამოცემაში ვკითხულობთ, რომ კლუბის პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი ფეხბურთელებს 200 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაჰყიდის.

რა წერია სტატიაში:

მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას შთამბეჭდავი ციფრები შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ევროპულ ტოპ-კლუბებს. „ნაპოლის“ სურვილია, რომ ფეხბურთელი კიდევ რამდენიმე სეზონით შეინარჩუნოს, მაგრამ ეს ძალიან გაუჭირდება. კვარაცხელია ახლა ხელფასის სახით სულ რაღაც 1.2 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, სეზონის ბოლოს კი დე ლაურენტისი მზადაა მას კონტრაქტი გაუხანგრძლივოს. კლუბის პრეზიდენტი უკვე დაჰპირდა უკეთეს ფინანსურ პირობებს.

კვარაცხელია და ოსიმენი ნეაპოლიტანური გუნდის სიამაყეები არიან, ეს კი პირველ რიგში სპალეტის დამსახურებაა, რომელმაც უკვე შეძლო მათი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოყენება. ორმა ტუზმა სამომავლოდ რამდენიმე გუნდის ყურადღება მიიპყრო. დე ლაურენტისმა მათი ღირებულება ძალიან კარგად იცის და არ დაუშვებს, რომ მათ კლუბი პატარა საფასურის სანაცვლოდ დატოვონ. ოსიმენის ღირებულება 120 მილიონამდე გაიზარდა, რომელმაც შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის თამაშების შემდეგ კიდევ უფრო მოიტამოს. რაც შეეხება კვარაცხელიას, ის ნეაპოლში მხოლოდ 10 მილიონად ჩამოვიდა, ახლა კი მისი ფასი მინიმუმ 8-ჯერ გაიზარდა. შესაბამისად, 120 მილიონს პლუს 80 მილიონი. ეს იქნება „ნაპოლის“ ოქროს წყვილის საწყისი ღირებულება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე.

კიდევ ერთი იტალიური გამოცემა Tuttosport-ი წერს, რომ „ნაპოლი“ მომავალ ზაფხულს კვარაცხელიას არ გაყიდის და ის ნეაპოლში მინიმუმ ერთი სეზონით დარჩება.

მომავალ ზაფხულს „ნაპოლი“ კვარაცხელიას არ გაყიდის. არ იქნება გარემოება, რომელიც პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს ამას გადააფიქრებინებს და აზრს შეაცვლევინებს. მას კლუბთან საკმაოდ ხანგრძლივი კონტრაქტი აქვს და „ნაპოლის“ მაისურით კიდევ ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩამ ნეაპოლური გუნდის მაისურით ყველა ტურნირზე 22 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 10 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რუსი ფეხბურთელი: „ხვიჩა რუსულ სულთან ახლოსაა, მისი თამაშის ხილვა ერთი სიამოვნებაა“
რუსი ფეხბურთელი: „ხვიჩა რუსულ სულთან ახლოსაა, მისი თამაშის ხილვა ერთი სიამოვნებაა“