რეალი მეოთხედფინალშია
რეალი მეოთხედფინალშია
კონტრაქტს ახანგრძლივებს
კონტრაქტს ახანგრძლივებს
ჰოლანდშოუ
ჰოლანდშოუ
რა სანქციები ემუქრება ბარსას
რა სანქციები ემუქრება ბარსას
მერაბი VS იანი ახლოვდება
მერაბი VS იანი ახლოვდება
კვარას რეკორდი
კვარას რეკორდი
გუტის საჩუქარი ხვიჩას
გუტის საჩუქარი ხვიჩას
მილანი მეოთხედფინალშია
მილანი მეოთხედფინალშია
პსჟ დამარცხებულია
პსჟ დამარცხებულია
ჩელსი მეოთხედფინალშია
ჩელსი მეოთხედფინალშია
FIFA THE BEST
FIFA THE BEST
ჰაკიმი სკანდალში გაეხვა
ჰაკიმი სკანდალში გაეხვა
ფლუმინენსეში დაბრუნდა
ფლუმინენსეში დაბრუნდა
დე ლაურენტისი კვარაზე
დე ლაურენტისი კვარაზე
მამარდას 5 სეივი
მამარდას 5 სეივი
რას ამბობს კოსტაკურტა კვარაზე
რას ამბობს კოსტაკურტა კვარაზე
ილიამ იცის, რომ კონორს გაანადგურებს
ილიამ იცის, რომ კონორს გაანადგურებს
ჯორდანის ძალიან მაგარი ჟესტი
ჯორდანის ძალიან მაგარი ჟესტი
გოგა ინდიანაში აღარ ითამაშებს
გოგა ინდიანაში აღარ ითამაშებს
დაუჯერებელი დრიბლიორი
დაუჯერებელი დრიბლიორი
შავდათუაშვილის ოქრო - პარიზის გრანდ სლემზე ტიტული დაიცვა
Aa Aa
4 თებერვალი 2023  |  22:20

შავდათუაშვილის ოქრო - პარიზის გრანდ სლემზე ტიტული დაიცვა

ძიუდოს გრანდ სლემზე, 74 კგ. წონით კატეგორიის ფინალში ლაშა შავდათუაშვილმა ტიტული წარმატებით დაიცვა,  მან ბრაზილიელ დანიელ კარგნინს იპონით სძლია და ოქროს მედალი მოიპოვა.

ფინალამდე განვლილ გზაზე ლაშა შავდათუაშვილმა დომინიკელი ანტონიო ტორნალი შიდოებით დაამარცხა. ანალოგიურად, შიდოებით სძლია იტალიელ გაბრიელე სულის.

1/4-ფინალში ყაზახი დანიარ შამშაევის ბარიერი იპონით დასძლია, ნახევარფინალში კი სამხრეთკორეელი ჰეონჩეოლ კანგი ვაზარით დაამარცხა.

შავდათუაშვილის ყველა შეხვედრა ფინალამდე

პარიზის გრანდ სლემზე ლაშამ 2018 წელს ვერცხლის მედალი მოიპოვა, 2019 წელს - ბრინჯაოს მედალი, 2022 წელს - ოქროს მედალი. ლაშამ 2023 წლის პარიზის გრანდ სლემზე ტიტული წარმატებით დაიცვა.

5 თებერვალს, პარიზის გრანდ სლემზე საქართველოსთვის შემდეგი სპორტსმენები იასპარეზებენ:

81 კგ. წონით კატეგორიაში მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი ასპარეზობაში მერვედფინალიდან ჩაებმება, სადაც მისი მეტოქე იტალიელი ლორენზო პაროდსა და ბენინელ ვალენტინ ჰუინატოს ბრძოლაში გაირკვევა.

90 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით 2 ძიუდოისტი გამოვა.ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური პირველ წრეს გამოტოვებს და არგენტინელ მარიანო კოტო ბერსირსა და ფრანგ მაქსიმ გაელ ნგაიაპ ჰამბუს შორის გამარჯვებულს დაელოდება. ლუკა მაისურაძის მეტოქე ლიბანელი კარამნობ საგაიპოვია.

100 კგ. წონით კატეგორიაში ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი ასპარეზობას მერვედფინალური ეტაპიდან დაიწყებს, მისი მეტოქე გერმანელ დარიო კურბევეიტსა და გაერთიანებული საამიროების წევრ ჯაფარ კოსტოევს შორის გამარჯვებული იქნება. გიორგი ბერიაშვილი კუბელ ლისტერ კარდონას შეხვდება.

+ 100 კგ. წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილი იაპონელ ჰიოგა ოტას შეხვდება. საბა ინანეიშვილი ძალებს უზბეკ ალიშერ იუსუპობთან მოსინჯავს.

70 კგ. წონით კატეგორიაში ელისო სისაური ბრაზილიელ ელენ ფრონერს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
პარიზის გრან სლემი - ძიუდოისტების მეტოქეების ვინაობა ცნობილია
პარიზის გრან სლემი - ძიუდოისტების მეტოქეების ვინაობა ცნობილია