ბაიერნთან თამაში საეჭვოა - მბაპეს დამატებითი გამოკვლევა ჩაუტარდება
საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში პსჟ „მონპელიეს“ ესტუმრა და 1:3 გაიმარჯვა. გუშინდელი თამაში ნამდვილად უიღბლო გამოდგა კილიან მბაპესთვის.
პარიეზლთა 24 წლის ვარსკვლავმა „მონპელიეს“ კარში მე-10 წუთზე ორი თერთმეტმეტრიანი გააფუჭა, 21-ე წუთზე კი ტრავმის გამო მოედანი ნაადრევად დატოვა. ეს მატჩი პსჟ-მ 1:3 მოიგო, თუმცა მბაპეს დამსახურება ამაში ყველაზე მიზერულია.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ფრანგი შემტევის ჯანმრთელობაზე არაერთხელ დაიწერა. გამოცემა L'Equipe-ის ინფორმაციით, მბაპეს დაზიანება იმაზე რთულია, ვიდრე ამას სამწვრთნელო შტაბი ელოდა, რის გამოც ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში, „ბაიერნის“ წინააღმდეგ მისი თამაში საეჭვოა.
უახლოეს საათებში ფრანგ ფეხბურთელს დამატებითი სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდება, რომლის შემდეგაც მისი ტრავმის სიმძიმე დაზუსტდება.
„მონპელიესთან“ შეხვედრის დასრულების შემდეგ მბაპეს მდგომარეობაზე კრისტოფ გალტიემაც ისაუბრა:
„კილიანმა დარტყმა მუხლის არეში, ბარძაყის უკან მიიღო, წინასწარ ვერაფერს გეტყვით, ვნახოთ, გამოკვლევები რას გვიჩვენებს“, - ამბობს ფრანგი სპეციალისტი.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-სა და მიუნხენის „ბაიერნს“ შორის 1/8 ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა 14 თებერვალს, პარიზში გაიმართება.