კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

ანჩელოტი: ჩვენ იმავე ტემპით მივდივართ, მაგრამ ბარსამ ძალიან მოუმატა

მადრიდის „რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ კლუბის ბაზრის დაბალ აქტივობაზე ისაუბრა.

ტრანსფერების შესახებ

„ზამთარში არავინ გაგვიფორმებია, რადგან ამის საჭიროება არ იყო. თუ საზაფხულო სამუშაოს კარგად გეგმავთ, ზამთარში ბაზარში სიარული არ გჭირდებათ.

თუ იანვარში მოგიწევთ ტრანსფერების განხორციელება, ეს ნიშნავს, რომ რაღაც მოხდა: ტრავმა ან სხვა რამ, მათ შორის ცუდი დაგეგმვა. ჩვენ ამის საჭიროება ვერ დავინახეთ.

შეგვეძლო ფრან გარსია დაგვემატებინა, მაგრამ აღვნიშნეთ ორი ასპექტი: პირველი, მენდი შეიძლება მალე გამოჯანმრთელდეს ტრავმისგან და მეორეც, უკეთესია, რომ ფრანი დარჩეს რაიო ვალეკანოში მეტი სათამაშო პრაქტიკისთვის“.

ლა ლიგა და ბარსა

„ჩვენ რამდენიმე შეცდომა დავუშვით. ყოველთვის შეგვიძლია უკეთესად თამაში. ჩვენ იმავე ტემპით მივდივართ, როგორც ერთი წლის წინ, მაგრამ ბარსელონა ძალიან გაუმჯობესდა.

არ ვიცი, შეიძლება თუ არა დიდად ჩაითვალოს ეს სხვაობა, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ ბოლომდე ვიბრძოლებთ და ამას ყველა ტურნირზე გავაკეთებთ. ის, რომ იანვარში სირთულეები იქნება, პროგნოზირებადი იყო“.

რთული კალენდარი

„ტურნირებში მონაწილეობაზე უარის თქმას არ ვაპირებთ, რადგან ფინალთან ძალიან ახლოს ვართ. ესპანეთის თასის ნახევარფინალში ვართ და ეროვნულ ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაზე ვიბრძვით. ძალების სწორად განაწილება მნიშვნელოვანია, რადგან ეს წარმოუდგენლად რთული კალენდარია. ვფიქრობ, ცოტა ხნით უნდა გავჩერდეთ, რადგან თუ ფეხბურთელები დაიღალნენ, ყველაფერი დასრულდება. ჩვენ გვიხარია თამაში და გამუდმებით ვიბრძვით, მაგრამ ვფიქრობ, რომ არის ზღვარი, რომლის მიღწევაც შეუძლებელია. ამის თავიდან ასაცილებლად რაღაც უნდა გაკეთდეს“.

აქვე გეტყვით, რომ მადრიდის „რეალმა" ლა ლიგის 18 ტურში 42 ქულა მოაგროვა და ლიდერ „ბარსელონას“ 5 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზიეჩი ჩელსის მფლობელს ემუდარებოდა, რომ კლუბს პსჟ-ში გაეშვა
ზიეჩი ჩელსის მფლობელს ემუდარებოდა, რომ კლუბს პსჟ-ში გაეშვა