გიორგი შერმადინი
Aa
Aa

შერმადინი ლიგა ენდესას რეკორდსმენია - ქართველის მორიგი აღიარება

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის, ლიგა ენდესას იანვრის თვის MVP გიორგი შერმადინი და ედი ტავარიში გახდნენ. იანვრის თვეში შერმადინმა საშუალოდ 18,6 ქულა ჩააგდო, 6,4 მოხსნა შეასრულა და მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 26,8 იყო.

რაც შეეხება კაბო-ვერდეს წარმომადგენელს, ედი ტავარიშს, მან საშუალოდ 16,2 ქულა ჩააგდო, 7 მოხსნა შეასრულა. მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 26,8 იყო.

ლიგა ენდესას ისტორიაში ყველა მეტჯერ თვის MVP გიორგი შერმადინი გახდა (11). მან ამ მაჩვენებლით ცნობილ კალათბურთელებს აჯობა, მათ შორის არვიდას საბონისს (7).

გიორგი შერმადინმა ესპანურ მედიასთან ისაუბრა: „ჩემთვის კარგი თვე იყო. მადლობა თანაგუნდელებსა და მწვრთნელებს ნდობისთვის. ეს ჯილდო ყველასთვის ღირებულია“.

შეგახსენებთ, „ლენოვო ტენერიფეს“ ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის მე-18 ტურის საუკეთესო კალათბურთელი გახდა. „შერმინატორმა“ „ფუენლაბრადას“ წინააღმდეგ გაიბრწყინა და შეხვედრა 20 ქულით, 8 მოხსნით, 1 შედეგიანი გადაცემითა და 1 დაფარებით დაასრულა.

„ლენოვო ტენერიფეს“ 14 მოგება და 4 წაგება აქვს და ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის მე-3 ადგილს იკავებს. ქართველი კალათბურთელის გუნდი მომდევნო შეხვედრას 5 თებერვალს, „რეალის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მაგიური ლუკა - დონჩიჩმა დეტროიტს 53 ქულა ჩაუგდო
მაგიური ლუკა - დონჩიჩმა დეტროიტს 53 ქულა ჩაუგდო