ერნესტო ვალვერდეს მატჩისშემდგომი კომენტარი
Aa
Aa

ერნესტო ვალვერდეს მატჩისშემდგომი კომენტარი

"ბარსელონას" თავკაცის პოსტზე, თავისი პირველი ოფიციალური კლასიკოს წაგების შემდეგ, ერნესტო ვალვერდემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"ჩვენ კარგი მომენტები გვქონდა, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში მოვიკოჭლებდით. მეტოქემ კი ორი შესანიშნავი კონტრშეტევა გოლით დააგვირგვინა", -ამბობს ვალვერდე.

"ჩვენი გზა უნდა გავაგრძელოთ. მიზანი კვლავ უცვლელია. გუნდი აუცილებლად გაძლიერდება. 31 აგვისტომდე დრო ჯერ კიდევ არის. განმეორებით მატჩზე უნდა გადავერთოთ. შეცდომების გამოსწორებაზე ვიმუშავებთ. დღევანდელ შეხვედრაში იყო მომენტები, რომლებიც შეგვიძლია პოზიტივად მივიჩნიოთ". - განაცხადა ვალვერდემ.

შეგახსენებთ, რომ განმეორებითი ელ კლასიკო 16 აგვისტოს "სანტიაგტო ბერნაბეუზე" გაიმართება.

მსგავსი სიახლეები