რონალდუს 4-დან 12 მატჩამდე დისკვალიფიკაცია ელის!
გუშინ გამართული ელ კლასიკო სკანდალური გამოდგა.
ლუის სუარესის სიმულაცია და კრიშტიანო რონალდუს უცნაური წითელი ბარათი მატჩის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი იყო.
პორტუგალიელმა პირველი გაფრთილება გოლის აღნიშვნის დროს მიიღო, როდესაც მაისური გაიხადა. რამდენიმე წუთის შემდეგ კი კრიშტიანო საჯარიმოში დაეცა და პენალტის დანიშვნა მოითხოვა, რის გამოც მთავარმა არბიტრმა რიკარდო დე ბურგოს ბენგოეჩეამ, მას მეორე ყვითელი უჩვენა და მოენდიდან გააძევა. არბიტრის აზრით რონალდუმ სიმულაციას მიმართა.
მთავარი მომენტი ბარათის ჩვენების შემდეგ იყო, როდესაც რონალდუმ მსაჯს ხელი ჰკრა. ესპანური ლიგის კანონმდებლობის მიხედვით, არბიტრზე ხელით შეხების გამო ფეხბურთელი 4-დან 12 მატჩამდე დისკვალიფიკაციით ისჯება.
დე ბურგოსმა მატჩის რეპორტში შემდეგი რამ ჩაწერა: "წითელი ბარათი იქნა ნაჩვენები, რის შემდეგაც ფეხბურთელმა უკმაყოფილების ნიშნად ხელი მკრა".
როგორც ხედავთ, რონალდუს დაუფიქრებელი საქციელი, შესაძლოა ძალიან ძვირად დაუჯდეს. საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.