„რუბინში დააბრუნეთ და ისევ ის უღიმღამო ხვიჩა გახდება“ - რუსი ექს-ფეხბურთელი კვარაზე
Aa Aa
26 იანვარი 2023  |  20:30

„რუბინში დააბრუნეთ და ისევ ის უღიმღამო ხვიჩა გახდება“ - რუსი ექს-ფეხბურთელი კვარაზე

„ყუბანის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ალექსანდრ ჩუგუნოვმა „ნაპოლის“ ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია გააკრიტიკა. მისი თქმით, „კვარას“ უბრალოდ გაუმართლა და მოსკოვის „დინამოში“ ან „რუბინში“ რომ დააბრუნონ, იმავე დონეს ვერ აჩვენებს.

„ყველა ამბობდა, რომ რუსეთში ყოფნისას, როცა ხვიჩა ბურთს საკუთარ საჯარიმოსთან იღებდა და მეტოქის საჯარიმოს აღწევდა, არაფერი გამოსდიოდა და ძალა აღარ ჰქონდა. იტალიაში იგი მოხვდა გუნდში, სადაც მას ბევრ შანსს უქმნიან და საშუალებას აძლევენ, თავის კოზირებზე ითამაშოს.

გადაიყვანეთ რუბინში ან დინამოში და ისევ ის უღიმღამო ხვიჩა გახდება, რომელიც ნაპოლიში გადასვლამდე იყო. უბრალოდ ისე მოხდა, რომ ვარსკვლავები მის სასარგებლოდ განლაგდნენ და კვარაცხელია საჭირო დროს, საჭირო ადგილას აღმოჩნდა“.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 15 მატჩში 7 გოლი შეაგდო და 7 საგოლე პასი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ საგოლე პასების რაოდენობით სერია A-ში მეორე ადგილზეა, მას მხოლოდ მილინკოვიჩ-სავიჩი უსწრებს, რომელმაც 8 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
რომასთვის მზად იქნება! - ხვიჩამ სრული დატვირთვით ივარჯიშა
რომასთვის მზად იქნება! - ხვიჩამ სრული დატვირთვით ივარჯიშა