ქუთაისის ტორპედო, დაშმირ ელეზი
Aa
Aa

მიზეზი ცნობილია - ელეზის ტორპედოში ტრანსფერი შეჩერებულია

დაშმირ ელეზის ქუთაისის „ტორპედოში“ ტრანსფერი დროებით შეჩერებულია. მიზეზად ფეხბურთელის მამისა და ბაბუის მოკლე დროში გარდაცვალებაა, რაც ცხადია 18 წლის ტალანტისთვის დიდი ფსიქოლოგიური დარტყმაა.

„გულშემატკივართა დიდი ინტერესიდან გამომდინარე გვსურს გაცნობოთ, რომ „ტორპედოსა“ და „შკენდიას“ ხელმძღვანელთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, დაშმირ ელიზის ტრანსფერი დროებით შეჩერებულია. ამ ეტაპზე, მხარეები თანხმდებიან, რომ ფეხბურთელის მიერ მოკლე პერიოდში მამისა და ბაბუის დაკარგის გამო, ჩრდილოეთ მაკედონიის დატოვება არამიზანშეწონილია. კლუბებს შორის მოლაპარაკება დაშმირ ელიზის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით მიმდინარე წლის მაისის თვეში განახლდება“.

2021 წელს The Guardian-მა დაშმირ ელეზი მსოფლიოს ტოპ 60 ტალანტში შეიყვანა. 2020-22 წლებში მაკედონიური „შკენდიას“ ფეხბურთელი იყო. ამ გუნდის რიგებში ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონატში 60 მატჩი ჩაატარა (44 სასტარტოში), მის აქტივში 10 გოლია. 2020-21 წლების სეზონში ჩრდილო მაკედონიის ჩემპიონი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაპოლის მთავარი სიურპრიზი ლობოტკაა“ - ინსინიეს ინტერვიუ
„ნაპოლის მთავარი სიურპრიზი ლობოტკაა“ - ინსინიეს ინტერვიუ