1-წლიანი იჯარა ბაშაკშეჰირიდან - დინამო თბილისმა ფრანსის ნზაბა დაიმატა
Aa
Aa

1-წლიანი იჯარა ბაშაკშეჰირიდან - დინამო თბილისმა ფრანსის ნზაბა დაიმატა

ფრანსის ნზაბა კარიერას დინამო თბილისში გააგრძელებს, კონგოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი თბილისურ კლუბს სტამბოლის „ბაშაკშეჰირიდან“ ერთწლიანი იჯარით შეუერთდა. თბილისურ კლუბში გადასვლის შემდეგ, მან პირველი კომენტარიც გააკეთა და განაცხადა, რომ მაქსიმუმს გააკეთებს, რათა „დინამოს“ მიზნების მიღწევაში დაეხმაროს.

„ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ისტორიული კლუბის წევრი გავხდი. მოტივირებული ვარ, ბევრი ვიშრომო, ყველას ვანახო ჩემი ხარისხი და კლუბს დასახული მიზნების მიღწევაში დავეხმარო. აქვე მივესალმები დინამოს გულშემატკივრებს - თქვენის მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე კი, გპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებ თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინო და თქვენთან ერთად წარმატებას მივაღწიო“.

ცნობისთვის, თურქეთის სუპერლიგამდე ნზაბა სამშობლოში ასპარეზობდა, „ბაშაკშეჰირს“ კი, 2022 წლის ზაფხულში შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში 20 წლის ცენტრალური მცველი, სტამბოლური კლუბის ასაკობრივ გუნდებში ასპარეზობდა. მიმდინარე სეზონში კი, მთავარი გუნდის წევრი გახდა და სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

სანაკრებო კარიერას რაც შეეხებბა, ნზაბას კონგოს ეროვნულ ნაკრებში ერთი მატჩი აქვს გამართული. კონგოელი ცენტრალური მცველი დინამოს თურქულ შეკრებაზე, უახლოეს დღეებში, შეუერთდება და გუნდთან ერთად 2023 წლის სეზონისთვის მზადებას დაიწყებს.

მომზადებულია fcdinamo.ge-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მხოლოდ ერთი პრობლემა აქვს“ - ნაპოლის ექს-მმართველმა ხვიჩაზე იხუმრა
„მხოლოდ ერთი პრობლემა აქვს“ - ნაპოლის ექს-მმართველმა ხვიჩაზე იხუმრა