ძალადობის ბრალდების შემდეგ, პუმასმა ალვეშს კონტრაქტი გაუწყვიტა
მექსიკურმა „პუმასებმა“ დანი ალვეშთან კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ გამოაცხადა.
გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც წინა დღით ბრაზილიელი სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. 23 წლის გოგონა ალვეშს ბარსელონას ღამის კლუბში გაუპატიურებაში ადანაშაულებს.
მექსიკური კლუბის პრეზიდენტმა ლეოპოლდო სილვამ ფეხბურთელთან კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ განცხადება გაავრცელა.
„ამ გადაწყვეტილებით, კლუბი ადასტურებს შეუწყნარებლობისადმი ჩვენი ორგანიზაციის ნებისმიერი წევრის ქმედებებს, რომლებიც მიმართულია მისი სულისა და ღირებულებების წინააღმდეგ.
ჩვენი კლუბი მხარს უჭერს ჩვენი ფეხბურთელების პატივისცემას, პატიოსნებას და ღირსებას, როგორც მოედანზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ, რადგან ისინი წარმოადგენენ მისაბაძ მაგალითის საზოგადოებაში, მექსიკაში და მსოფლიოს სხვა ადგილებში.
არ შეიძლება ერთი ადამიანის საქციელმა ზიანი მიაყენოს ჩვენს ფილოსოფიას, რომელიც ყოველთვის სამაგალითო იყო ქვეყანაში ახალგაზრდა სპორტსმენების მომზადებისა და განვითარების საქმეში“,
- განაცხადა სილვამ.
ალვეშის ხელშეკრულება „პუმასთან“ 2023 წლის 30 ივნისამდე იყო გათვლილი.