გიორგი ლორია, ავთო ებრალიძე
Aa
Aa

„მიზანი თასის მოგებაა“ - ლორიამ პენალტი აიღო და შემდეგ ეტაპზეა

კვიპროსის თასის 2022-23 წლების სეზონის მერვედფინალში ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ შინ „პარალიმნი“ პენალტების სერიაში 4:3 დაამარცხა. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო 0:0 დასრულდა.

პენალტების სერიაში „ანორთოსისის“ ქართველმა მეკარემ, გიორგი ლორიამ 5-დან 1 აიღო, 1 პენალტისას კი ბურთი კარის ძელს მოხვდა. „პარალიმნიმ“ 5-დან 3 პენალტი გაიტანა. 

რაც შეეხება „ანორთოსისს“, მასპინძლებმა 5-დან მხოლოდ 1 პენალტი ვერ გამოიყენეს. გამარჯვებულთაგან მეორე პენალტი ავთო ებრალიძემ გამოიყენა.

მიმდინარე სეზონში კვიპროსის ჩემპიონატისა და თასის გათვალისწინებით გიორგი ლორიას ანგარიშზე 4 მშრალი მატჩია. ამ გამარჯვების შემდეგ გიორგი ლორიამ მედიასთან ისაუბრა:

„რთული თამაში იყო. შემდეგ ეტაპზე გასვლა დიდებულია. ჩვენი მიზანი თასის მოპოვებაა, თუმცა ჩემპიონატშიც უნდა ვიბრძოლოთ. მადლობა ქომაგებს მხარდაჭერისთვის. ახლა ამ გამარჯვებით სიამოვნებას ვიღებთ, ხვალიდან კი შემდეგ მატჩზე ვიფიქრებთ“.

რაც შეეხება ავთო ებრალიძეს, მას ტრავმა აწუხებდა და მოედანს „პარალიმნისთან“ დაუბრუნდა, თამაშში 38-ე წუთზე ჩაერთო და გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კარგი ამბავი: ლოჩოშვილი ბოლონიასთან დაბრუნდება
კარგი ამბავი: ლოჩოშვილი ბოლონიასთან დაბრუნდება