ზამბიაში მატჩის საუკეთესო ფეხბურთელს კვერცხები აჩუქეს
ზამბიის ჩემპიონატში უცნაური ფაქტი დაფიქსირდა. ერთ-ერთი შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელს, კენედი მუსონდას ჯილდოს სახით, კვერცხები გადასცეს. მუსონდამ მუყაოს 5 ფირფიტა მიიღო. 2 ფირფიტა იმიტომ, რომ გოლი გაიტანა, დანარჩენი კი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსის დასაკუთრების გამო.
„მინდა, კვერცხებისთვის მადლობა გადაგიხადოთ. ეს მიღწევა ჩემი კლუბის გარეშე არაფერს ნიშნავს. მინდა, მწვრთნელს, თანაგუნდელებს და კლუბის ხელმძღვანელებს მადლობა გადავუხადო. ამ ჯილდოს ჩვენს გულშემატკივარს ვუძღვნი, რომელიც ერთ-ერთი ბოლო მატჩისას გარდაიცვალა“, - განაცხადა კენედიმ.
აღნიშნულ ვიდეოს სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ერთ-ერთმა გულშემატკივარმა განაცხადა, რომ კვერცხების ფასს თუ გავითვალისწინებთ, ეს ცუდი ჯილდო ნამდვილად არაა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს