პეპ გუარდიოლა, მანჩესტერ სიტი, ერლინგ ჰოლანდი
Aa
Aa

გუარდიოლა: “ჰოლანდს მეტი მომენტი უნდა შევუქმნათ“

მანჩესტერულ დერბიში ერლინგ ჰოლანდი ბურთს მხოლოდ 19-ჯერ შეეხო და „სიტისთვის“ სასარგებლო ვერაფერი გააკეთა. გულშემატკივრებმა ნორვეგიელი სუპერვარსკვლავი გააკრიტიკეს და მისი დაცვა პეპ გუარდიოლას მოუწია.

რა თქვა გუარდიოლამ?

„ერლინგი მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ გამოიყურება და მისით კმაყოფილი ვარ. ჰოლანდი არის იმ კატეგორიის თავდამსხმელი, რომელსაც მომენტი უნდა შეუქმნა. „იუნაიტედთან“ გუნდმა ნორმალურად ითამაშა, მაგრამ მოწინააღმდეგის მცველებმა ჩვენი თავდამსხმელი იდეალურად გამოთიშეს თამაშს. მიუხედავად მისი კარგი სტატისტიკისა, გაცილებით მეტი მომენტი უნდა შეუქმნან.“

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ნორვეგიელი შემტევი საოცარ ფორმაშია და ბრწყინვალე სტატისტიკა აქვს. ჰოლანდმა ყველა ტურნირზე ერთად 24 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 27 გოლი გაიტანა.

რაც შეეხება „სიტის“, გუარდიოლას გუნდი პრემიერ ლიგაში დამაჯერებელი არ არის. „ქალაქელებს“ 18 ტურის შემდეგ, 39 ქულა აქვთ და პირველ ადგილზე მყოფ „არსენალს“ 8 ქულით ჩამორჩებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დეპაი ატლეტიკოს პირად კონტრაქტზე შეუთანხმდა - გაცვლა რეალური ხდება
დეპაი ატლეტიკოს პირად კონტრაქტზე შეუთანხმდა - გაცვლა რეალური ხდება