ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ნაპოლის ერთ-ერთი სიმბოლოა“ - კვარა სერია A-ს ტურის სიმბოლურ ნაკრებშია

„ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. „კვარამ“ „იუვენტუსის“ წინააღმდეგ გაიბრწყინა და მისი თამაში Sofascore-მა, Whoscored-მა და Goal Italia-მ გამოარჩიეს.

Whoscored-ის სიმბოლური ნაკრები

გულიელმო ვიკარიო, ჯორჯო სკალვინი, ამირ რაჰმანი, ადამ მარუშიჩი, ადემოლა ლუკმენი, სერგეი მილინკოვიჩ-სავიში, ტენ კოპმეინერსი, ხვიჩა კვარაცხელია, რასმუს ჰეილუნდი, ვიქტორ ოსიმენი.

Sofascore-ის სიმბოლური ნაკრები

გულიელმო ვიკარიო, ალესანდრო ბასტონი, კიმ მინ ჯე, ჯანლუკა მანჩინი, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი, ადემოლა ლუკმენი, პაულო დიბალა, ხვიჩა კვარაცხელია, ტენ კოპმეინერსი, რასმუს ჰეილუნდი, ვიქტორ ოსიმენი.

Goal Italia-ს სიმბოლური

გულიელმე ვიკარიო, ჯოვანი დი ლორენცო, ფედერიკო ბასკიროტო, ჯორჯო სკალვინი, მარიო რუი, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი, ტენ კოპმეინერსი, ადემოლა ლუკმენი, პაულო დიბალა, ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი.

„პირველ გოლში მონაწილეობა მიიღო, ანგარიში 2:0 გახადა და 2 ასისტი გაიფორმა. მისგან მეტი რა გინდათ? იუვენტუსის წინააღმდეგ ის თითქმის ყოველთვის დომინანტი იყო. ხვიჩა კვარაცხელია ერთ-ერთი სიმბოლოა იმ ნაპოლის, რომელიც გვაჯადოებს და ქართველი მარგალიტის მსგავსად, ჩვენს გაოცებას არასდროს წყვეტს“, - წერს Goal Italia.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ 47 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ლიდერია. „პარტენოპეი“ მომდევნო შეხვედრას 21 იანვარს, „სალერნიტანას“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლი - კრემონეზე | სავარაუდო შემადგენლობები
ნაპოლი - კრემონეზე | სავარაუდო შემადგენლობები