ფლამენგო
Aa
Aa

5-მილიონიანი ბონუსი - კონმებოლმა ფლამენგოს მოტივაცია მისცა

სულ მალე საფეხბურთო სამყაროში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ჩატარდება. აღნიშნულ ჩემპიონატს ძირითადად ევროპული გუნდები იგებენ.

ტიტულისთვის სამხრეთ ამერიკიდან „ფლამენგო“ იბრძოლებს, რომელმაც კოპა ლიბერტადორესი მოიგო. ასევე გეტყვით, რომ მონაწილეობას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მადრიდის „რეალიც“ მიიღებს. კარლო ანჩელოტის გუნდი უპირობო ფავორიტია.

კონმებოლის პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ ბრაზილიურ კლუბს დამატებითი მოტივაცია მისცეს. ალეხანდრო დომინგესმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე საინტერესო განცხადება გააკეთა.

რას წერს დომინგესი?

„სამხრეთ ამერიკას უფრო მეტი ტიტული და გამარჯვება სურს. კონმებოლი „ფლამენგოს“ დამატებით 5 მილიონ დოლარს გადაუხდის, თუ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს მოიგებს. ეს არის ძლიერი სტიმული ჩვენი კონტინენტის წარმომადგენლისთვის.“

მსგავსი სიახლეები