მოლაპარაკებები მიმდინარეობს - ნაპოლი სპალეტის კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
Aa
Aa

მოლაპარაკებები მიმდინარეობს - ნაპოლი სპალეტის კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

„ნაპოლი“ ლუჩანო სპალეტის კონტრაქტს 2025 წლამდე გაუხანგრძლივებს.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ნიკოლო შირას ინფორმაციით, კლუბსა და 63 წლის სპეციალისტს შორის მოლაპარაკებები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და შეთახმებას ოფიციალური სახე უახლოეს პერიოდში მიეცემა.

გარდა იმისა, რომ კონტრაქტი კიდევ ორი წლით უნდა გახანგრძლივდეს, დე ლაურენტისი სპალეტის გაუმჯობესებულ ანაზღაურებასაც ჰპირდება. შეგახსენებთ, რომ მოქმედი კონტრაქტით, ხელშეკრულების ვადა 2023 წლის ზაფხულში იწურება.

ლუჩანო სპალეტიმ „პარტენოპეი“ 2021 წლის ზაფხულში ჩაიბარა და იტალიის სერია A- გასული სეზონი მე-3 ადგილზე დაასრულა. რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს 47 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ „მილანს“ 9 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„კვარას გოლზე ვიყვირე და მეუღლე შევაშინე“ - საკი ხვიჩათი გაოცებულია
„კვარას გოლზე ვიყვირე და მეუღლე შევაშინე“ - საკი ხვიჩათი გაოცებულია