ირმა ხეცურიანი, გვანცა ზადიშვილი, ნინა თიბილაშვილი, პარაფარიკაობა
Aa
Aa

ირმა ხეცურიანის ვერცხლის მედალი მსოფლიო თასზე

პარაფარიკაობაში, მსოფლიო თასზე ირმა ხეცურიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის ცნობით, რაპირით ასპარეზობაში ინგლისელ ჯასტინ მურს 15:3 მოუგო, ნახევარფინალში ფრანგი სოფი საბლონი 15:4 დაა,არცხა, ფინალში ტაილანდელ საისუნ იანასთან შეხვედრა 10:15 დათმო, მეორე ადგილზე გავიდა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

შეგახსენებთ, საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები ვაშინგტონის მსოფლიო თასის გათამაშებაში ასპარეზობას გააგრძელებს. ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი ხმლით ფარიკაობაში მედლებისთვის იბრძოლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები