ლევან მჭედლიძე, დინო ჰამზიჩი, მათე ცინცაძე, დავით სამურკასოვი, ოთო გოშაძე
Aa
Aa

ჰამზიჩი ტორპედოდან წავიდა - ორი ახალწვეული ქუთაისურ კლუბში

საფეხბურთო კლუბ ქუთაისის „ტორპედოში“ დავით სამურკასოვი ითამაშებს. 24 წლის ფეხბურთელი საბერძნეთიდან კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა და ქუთაისურ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა. მასთან ერთად „ტორპედოს“ ოთო გოშაძე შეუერთდა.

24 წლის სამურკასოვმა საბერძნეთის მეორე ლიგის მიმდინარე სეზონში „ეპისკოპის“ რიგებში 7 მატჩი ჩაატარა, ზამთარში კი კლუბის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ცენტრალურმა ნახევარმცველმა კარიერის დიდი ნაწილი თბილისის „ლოკომოტივში“ გაატარა (2015-2022).

2022 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სეზონი ოთო გოშაძემ „საბურთალოში“ დაიწყო, 10 მატჩში ითამაშა, შემდეგ  კი კარიერა „ლოკომოტივში“ გააგრძელა, 15 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, „ლოკომოტივი“ რანგით მეორე ლიგაში გავარდა და მეკარემ კარიერა „ტორპედოს“ დაუკავშირა.

შეგახსენებთ, ქუთაისის „ტორპედო“ დინო ჰამზიჩმა, ლევან მჭედლიძემ და მათე ცინცაძემ დატოვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ის იმას ხედავდა, რაც სხვებს არ შეეეძლოთ“ - ლეონ კინგი ხვიჩაზე
„ის იმას ხედავდა, რაც სხვებს არ შეეეძლოთ“ - ლეონ კინგი ხვიჩაზე