ტებასი: პრემიერ ლიგა ფინანსურად არასტაბილურია, სტაბილური მხოლოდ ლა ლიგა და ბუნდესლიგაა
ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა პრემიერ ლიგის ფინანსური მდგომარეობა შეაფასა და ლა ლიგის მდგომარეობას უფრო სტაბილური უწოდა.
„პრემიერ ლიგა ფინანსურად მდგრადი ტურნირი არ არის. მფლობელები მასში დიდ ფულს დებენ და ეს ბაზარზე უარყოფითად ისახება.
მაწუხებს, რომ პრემიერ ლიგის ყველა კლუბი ფულს კარგავს, იქ მდგრადობა არ არის. ევროპაში მხოლოდ ლა ლიგა და ბუნდესლიგაა სტაბილური.
მადრიდის რეალმა, ბარსელონამ და იუვენტუსმა იციან, რომ პრემიერ ლიგის კლუბები არ აპირებენ შეუერთდნენ მათ პროექტს და ამიტომ, ისინი წარმოადგენენ პრემიერ ლიგას, როგორც სუპერლიგის ვერსიას, რომელიც უნდა დაბალანსდეს.
პრემიერ ლიგას ადვილად შევეჯიბრებით. არ მაინტერესებს მათი მე-15 გუნდი ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელს რომ ყიდულობს. ის ამას ზარალში აკეთებს, ხოლო ესპანეთში აკრძალულია დიდი ხნის განმავლობაში კლუბის ფინანსურად ზარალში ყოფნა“,
- განაცხადა ტებასმა.