მამარდაშვილი სუპერ თასისთვის ემზადება - ვალენსიას პირველი მეტოქე რეალია
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ საუდის არაბეთში გაემგზავრა, სადაც ესპანეთის სუპერ თასისთვის იბრძოლებს. „ღამურების“ მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ 25 ფეხბურთელი წაიყვანა და ერთ-ერთი გიორგი გახლავთ.
„ჩეს“ ორი მოთამაშე აკლია და გუნდს ნიკო გონსალესი და სამუ კასტილეხო ვერ დაეხმარებიან. ამ უკანასკნელმა მაჯა მოიტეხა და დღეს დილით, ოპერაცია ჩაუტარდა. მათ ნაცვლად, გატუზომ სათადარიგო გუნდიდან ორი ფეხბურთელი გამოიძახა.
✈️ El @valenciacf viaja este lunes a Rihad para disputar la #SuperCopa de España ⤵️
— Valencia CF (@valenciacf) January 8, 2023
„ვალენსიას“ პირველი შეხვედრა 11 იანვარს ელის. მამარდაშვილის გუნდს ურთულესი გამოცდის ჩაბარება მოუწევს და „რეალს“ დაუპირისპირდება. წარმატების შემთხვევაში, „ღამურები“ ფინალში გავლენ, სადაც „ბარსელონასა“ და „ბეტისის“ წყვილში საუკეთესოს გაეჯიბრებიან.
შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 16 მატჩი აქვს ჩატარებული და კარი მშრალად 3-ჯერ შეინახა. გიორგიმ კოპა დელ რეის ეგიდით გამართულ შეხვედრაშიც იასპარეზა და „ლა ნუსიას“ წინააღმდეგ გოლი არ გაუშვა.