კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი
Aa
Aa

რონალდუ მესის წინააღმდეგ - ამხანაგური მატჩები ოფიციალურად ჩაინიშნა

„პარი სენ-ჟერმენმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და დაადასტურა, რომ 18-19 იანვარს დოჰასა და ერ-რიადს ესტუმრება. პარიზელები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავენ და „ალ-ჰილალსა“ და „ალ-ნასრის“ შეხვდებიან.

როგორც მოგეხსენებათ, „ალ-ნასრის“ რიგებში კრიშტიანუ რონალდუ ასპარეზობს და არის შანსი, ლიონელ მესისა და მისი დაპირისპირება კიდევ ერთხელ ვიხილოთ. „ალ-ნასრისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩი 19 იანვარსაა ჩანიშნული და მისი დასრულების შემდეგ, პარიზელები სამშობლოში დაბრუნდებიან.

ცნობისთვის, მესისა და რონალდუს ერთმანეთის წინააღმდეგ 2020 წლის შემდეგ არ უთამაშიათ. მაშინ „იუვენტუსი“ „ბარსელონას“ დაუპირისპირდა და 3:0 დაამარცხა. ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაში, რონალდუ დუბლით გამოირჩა.

შეგახსენებთ, რომ რონალდუმ საუდის არაბეთის კლუბ „ალ-ნასრთან“ 2.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ანაზღაურების სახით კი ერთ სეზონში 200 მილიონ დოლარს მიიღებს. რამდენიმე კვირის წინ გავრცელებული ინფორმაციით, საუდის არაბეთის სამეფო ოჯახს სურს, ადგილობრივ ჩემპიონატში ლიონელ მესიც იხილოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ცინცაძის სამმაგი დუბლი - მეგა და რუსთავი მემორიალის ფინალში ითამაშებენ
ცინცაძის სამმაგი დუბლი - მეგა და რუსთავი მემორიალის ფინალში ითამაშებენ