„ინსტინქტს მივენდე“ - ლორია მოგერიებულ პენალტზე
კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-18 ტურში „ანორთოსისისა“ და ლარნაკას აეკ-ის შეხვედრა 0:0 დასრულდა. მასპინძელთა სასტარტოში ქართველმა მეკარემ, გიორგი ლორიამ კარგი მატჩი ჩაატარა, მან რამდენიმე დარტყმა მოიგერია, განსაკუთრებით აღსანიშნავია მოგერიებული პენალტი. მატჩის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ მედიასთან ისაუბრა:
„აეკ-ი ძალიან კარგ ფორმაშია. თავს კარგად ვიცავდით, მატჩის მიწურულს კი ვეცადეთ, რომ გამარჯვების გოლი გაგვეტანა. პენალტის მომენტში ინსტინქტით ვიმოქმედე, ინსტინქტს მივენდე და ამან გაამართლა, ასე მოვიგერიე ბურთი.
MVP მთელი გუნდი იყო და არა მე. მაქსიმალურად დავიხარჯე. ყოველთვის უმაღლეს დონეზე ვერ იქნები. ვისაც ფეხბურთი ესმის, მან კარგად იცის, რომ არსებობს ჩავარდნისა და აღმავლობის მომენტები. ახლა იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ერთიანობა“.
36 წლის მეკარემ მიმდინარე სეზონში კვიპროსის ჩემპიონატის 16 მატჩში ითამაშა. მის აქტივში არაერთი ბრწყინვალე „სეივი“ და 2 მოგერიებული პენალტია. 16-დან ექვს შეხვედრაში გიორგი ლორია გუნდის კაპიტანი იყო.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს