ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

Corriere dello Sport: „ხვიჩა, ელმასი და რასპადორი სასტარტოში ითამაშებენ“

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, შესაძლოა ლუჩანო სპალეტიმ „სამპდორიასთან“ მატჩში მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღოს, ნეაპოლური გუნდი სუპერშემტევი შემადგენლობით ათამაშოს, რაც ნიშნავს, რომ ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად სასტარტოში ელიტ ელმასი იასპარეზებს. წყაროს ინფორმაციით, რასპადორი ზელინსკის შეცვლის, ელმასი კი - ანგისას. ასეთი შემადგენლობით „ნაპოლი“ შეტევაში საკმაოდ აგრესიული იქნება. 

Corriere dello Sport-ის ვერსიით „ნაპოლის“ სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება: მერეტი, დი ლორენცო, კიმი, ხუან ჟესუსი, მარიო რუი, ნდომბელე, ლობოტკა, ელმასი, რასპადორი, ოსიმენი, კვარაცხელია.

თამაშამდე ერთი დღით ადრე „გაძეტა“ ამტკიცებდა, რომ ხვიჩა კვარაცხელია და ზელინსკი სასტარტოში არ ითამაშებდნენ, თუმცა Corriere dello Sport-მა მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე დაწერა, რომ კვარაცხელია პირველივე წუთიდან ითამაშებს.

იტალიის სერია ა-ს მე-17 ტურში „სამპდორია“ - „ნაპოლის“ შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.

კვარაცხელიამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 13 მატჩში 6 გოლი შეაგდო და 5 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, ჩემპიონთა ლიგის 5 მატჩში 2 გოლითა და 3 საგოლე პასით გამოიჩინა თავი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Gazzetta: “ხვიჩა სამპდორიასთან პირველივე წუთებიდან გამოირიცხა“
Gazzetta: “ხვიჩა სამპდორიასთან პირველივე წუთებიდან გამოირიცხა“