ილია თოფურია
Aa
Aa

ილია თოფურიას პირველი კომენტარი ბარში მომხდარი ჩხუბის შემდეგ

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ რამდენიმე დღის წინ, ბარში მომხდარი ჩხუბის შემდეგ, დუმილი დაარღვია და კომენტარი გააკეთა. „ელ მატადორმა“ სოციალურ ქსელებში პოსტი გამოაქვეყნა და მოკლე განცხადებით შემოიფარგლა.

„პრობლემები არასდროს მინდა, მაგრამ თუ პრობლემა ჩემთან მოვა, ვიტყვი, რომ პრობლემა არაა“.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს, რომ ქართველი მებრძოლი ვიდეოთამაშს თამაშობს, რა დროსაც მასთან უცნობი პირი მიდის. მამაკაცი თოფურიას რაღაცას ეუბნება და რამდენჯერმე ხელიც ჰკრა, რასაც ქართველი მებრძოლის გაღიზიანება და შემდეგ უკვე ფიზიკური ანგარიშსწორება მოყვა. კონკრეტულად, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ეს ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შესაძლოა, სამპდორიასთან სათადარიგოთა სკამზე იჯდეს“ - გაძეტა ხვიჩაზე
„შესაძლოა, სამპდორიასთან სათადარიგოთა სკამზე იჯდეს“ - გაძეტა ხვიჩაზე