კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

კრიშტიანუ: „საუდის არაბეთს ძალიან, ძალიან ძლიერი ჩემპიონატი აქვს“

„ალ-ნასრის“ სუპერვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ ახალ კლუბში გადასვლაზე და საუდის არაბეთის ჩემპიონატზე ისაუბრა. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ხმამაღალი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ საუდის არაბეთს „ძალიან, ძალიან ძლიერი“ ჩემპიონატი აქვს.

„აქ მოხვედრა აღმაფრთოვანებელია და რა თქმა უნდა, უდიდესი პატივია. მოუთმენლად ველი, როდის დავიწყებ და ხალხსა და საკუთარ თავს ბედნიერებას როდის მივანიჭებ. ძალიან მიხარია, აქ რომ ვიმყოფები.

მინდა, სიამოვნება მივიღო და კლუბისთვის გავიმარჯვო. ასევე, მსურს, ქვეყნის განვითარებას ხელი ისე შევუწყო, როგორც ამას საუდის არაბეთი იმსახურებს. აქ იმიტომ ვარ, რომ ახალი თაობის ნაწილი გავხდე. ამ ჩემპიონატს უდიდესი პოტენციალი აქვს და აქ მაღალი დონის ფეხბურთელები თამაშობენ. ეს ძალიან, ძალიან ძლიერი ჩემპიონატია, რომელშიც დიდი კონკურენციაა. აქ სწორედ ამიტომ ვარ“.

შეგახსენებთ, რომ „ალ-ნასრის“ რონალდუ ჯერ არ დაურეგისტრირებია, რაც ორი სავარაუდო მიზეზითაა განპირობებული. პირველი - ლეგიონერების კვოტა. „ალ-ნასრის“ რიგებში 8 უცხოელი ფეხბურთელი ირიცხება და კლუბი ერთ-ერთის გაშვებას ან მასთან კონტრაქტის გაწყვეტას აპირებს. მეორე - ფიფამ „ალ-ნასრის“ ვალების გამო, სანქციები დააკისრა, თუმცა კლუბმა ყველა ვალი დაფარა და კრიშტიანუს დარეგისტრირება შეუძლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნეაპოლელები ინტერთან მატჩის მსაჯს აკრიტიკებენ - ექს-რეფერი მათ ნაწილობრივ ეთანხმება
ნეაპოლელები ინტერთან მატჩის მსაჯს აკრიტიკებენ - ექს-რეფერი მათ ნაწილობრივ ეთანხმება