ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

Calciomercato: „სამპდორიასთან ხვიჩას თამაში საეჭვოა“

Calciomercato „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე წერს. იტალიური გამოცემა ჩვენთვის უსიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს და იუწყება, რომ არის შანსი, „კვარამ“ „პარტენოპეის“ მომდევნო შეხვედრა გამოტოვოს.

„ლუჩანო სპალეტი ხვიჩა კვარაცხელიას კონდიციების გამო შეშფოთებულია. ინტერთან გამართულ მატჩში მიღებული დარტყმების გამო, ქართველ ფეხბურთელს დღეს გუნდთან ერთად არ უვარჯიშია და ამ მომენტისთვის, სამპდორიასთან მისი თამაში საეჭვოა“, - წერს Calciomercato.

ცნობისთვის, ხვიჩაზე Corriere dello Sport-მა და Calcionapoli-მაც დაწერეს. მათ დაადასტურეს, რომ დღევანდელმა ვარჯიშმა კვარაცხელიას გარეშე ჩაიარა, მაგრამ მომდევნო მატჩის გამოტოვება არ უხსენებიათ და იმედი ვიქონიოთ, რომ „კვარას“ მოედანზე მალე ვიხილავთ.

ცნობისთვის, კვარაცხელიამ სერია A-ს მიმდინარე სეზონში 13 მატჩში 6 გოლი შეაგდო და 5 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, ჩემპიონთა ლიგის 5 მატჩში 2 გოლითა და 3 საგოლე პასით გამოიჩინა თავი. მისი გუნდისა და „სამპდორიას“ დაპირისპირება თბილისის დროით, 21:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები - ხვიჩა ასეულში ვერ მოხვდა
ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები - ხვიჩა ასეულში ვერ მოხვდა