ინტერი, ნაპოლი, ლუჩანო სპალეტი
Aa
Aa

სპალეტი: “რამდენიმე მოთამაშემ იმაზე ცუდად ითამაშა, ვიდრე ველოდი“

სერია ა განახლდა. გულშემატკივრებმა ცენტრალური და მხიარული დაპირისპირება იხილეს. „ინტერმა“ „ნაპოლის“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ლუჩიანო სპალეტის შეგირდები, მიმდინარე სეზონის იტალიის ჩემპიონატში პირველად დამარცხდნენ, ხოლო ყველა ტურნირზე ერთად მეორედ.

მატჩის დასრულების შემდეგ, „პარტენოპეის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა სპალეტიმ?

„ჩემმა ფეხბურთელებმა ის გააკეთეს, რასაც ყოველთვის აკეთებდნენ. ლობოტკას წინააღმდეგ ხშირად უხეშობდნენ. ვფიქრობ, შეტევაში პასები უკეთესად უნდა გაკეთებულიყო. ბევრი არაფერი გამოგვივიდა. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ბურთი ძალიან ნელა გორაობდა. რეალურად, გაცილებით მეტი შეგვიძლია. რამდენიმე მოთამაშემ იმაზე ცუდად ითამაშა, ვიდრე ველოდი.

„ინტერი“ ფიზიკურად ძლიერი გუნდია. მათთან გაცილებით სწრაფად თამაში გვმართებდა, მაგრამ არ გამოგვივიდა და ამან ბევრი პრობლემა შეგვიქმნა. შემტევ ხაზში არაფერი გამოგვივიდა. საჯარიმოში შესვლას ვცდილობდით, მაგრამ გადამწყვეტ ფაზაში მოვიკოჭლეთ.

„ინტერი“ და „იუვენტუსი“ მიყოლებით? არ ვიცი რომელი იბრძოლებს სკუდეტოსთვის. შესაძლოა ორივემ, მაგრამ, რომელიც უკეთესი იქნება ის გაგვიწევს კონკურენციას. ხანდახან შესაძლოა ისეთ დონეზე ვერ ვითამაშოთ, როგორსაც მიჩვეულები ხართ, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. ასევე, ხანდახან ფეხბურთელები მაღალ დონეზე ვერ თამაშობენ და არც ეს ცვლის არაფერს. მე ისინი ისევ ძალიან მიყვარს და მათში დარწმუნებული ვარ.

ახლა იმის დროა, რომ ფეხბურთელებთან ერთად წაგების მიზეზები განვიხილო. არც იმას აქვს მნიშვნელობა, რომ „მილანთან“ სხვაობა შემცირდა. ჩვენს თავში კოლოსალურად დარწმუნებულები ვართ. ფეხბურთელების ხასიათი? წაგება არასდროს არის კარგი. რა თქმა უნდა, ვწუხვართ. აბსოლუტურად ყველაფერს განვიხილავთ და გამოვასწორებთ.“

ცნობისთვის, ამ წაგების შემდეგ, „ნაპოლის“ 41 ქულა დარჩა. თავისი მატჩი მოიგო „მილანმა“, რომელიც მეორე ადგილზე იმყოფება და „პარტენოპეის“ ახლა უკვე 5 ქულით ჩამორჩება. შემდეგ მატჩს „ნაპოლი“ „სამპდორიას“ წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული დაპირისპირება 8 იანვრით თარიღდება და თბილისის დროით 21:00-დან დაიწყება.

ხვიჩას ყველა მომენტი „ინტერთან“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შენგელიას მაგარი მატჩი საბერძნეთში - 2 საგოლე პასი და მნიშვნელოვანი გამარჯვება
შენგელიას მაგარი მატჩი საბერძნეთში - 2 საგოლე პასი და მნიშვნელოვანი გამარჯვება