პელე
Aa
Aa

ბრაზილიაში პელეს გამოეთხოვნენ - ფეხბურთის მეფე სანტოსის სტადიონის მიმდებარედ დაკრძალეს

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, პელე Memorial Necrópole Ecumênica-ში დაკრძალეს, რომელიც ვერტიკალური სასაფლაო გახლავთ. „ფეხბურთის მეფესთან“ გამოთხოვების ცერემონია „სანტოსის“ საშინაო სტადიონზე გაიმართა, სადაც მან კარიერის უდიდესი ნაწილი გაატარა.

სამოქალაქო პანაშვიდი 24 საათს გაგრძელდა და პელეს დაახლოებით 230 000 ადამიანი გამოეთხოვა. მათ შორის იყო ბრაზილიის ახლად არჩეული პრეზიდენტი, ლუის ინასიო ლულა და სილვა. სამოქალაქო პანაშვიდის დასრულების შემდეგ, ბრაზილიის დროშით მორთული სასახლე ქალაქის ქუჩებში გააბრძანეს.

პელეს დაკრძალვის ცერემონიისას, „სანტოსის“ ჰიმნი შეასრულეს, შემდეგ კი კათოლიკური ჰიმნი და სამბას სტილში დაწერილი სიმღერები გაჟღერდა, რომლებიც პელეს ძალიან უყვარდა. „ფეხბურთის მეფე“ „სანტოსის“ სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ვერტიკალურ სასაფლაოში, „ეკუმენიკაში“ დაკრძალეს. ეს სასაფლაო გინესების რეკორდების წიგნში შედის და ის მსოფლიოში ყველაზე მაღალი სასაფლაოა. იგი 32 სართულისგან შედგება და პელე მე-9 სართულზე დაკრძალეს.

შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას მსხვილი ნაწლავის სიმსივნე ჰქონდა და დაავადებამ პროგრესი განიცადა, რასაც თირკმლებისა და გულის დისფუნქციაც დაემატა და „ფეხბურთის მეფის“ სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ციკლონი, რომელიც იტალიის ჩემპიონატს დაატყდა - Gazzeta-ს მაგარი სტატია ხვიჩაზე
ციკლონი, რომელიც იტალიის ჩემპიონატს დაატყდა - Gazzeta-ს მაგარი სტატია ხვიჩაზე