გიორგი მამარდაშვილი, ჯენარო გატუზო
Aa
Aa

„ამ მატჩის ძალიან მეშინოდა“ - გატუზომ ახსნა მამარდა რატომ ათამაშა

ესპანეთის სამეფო თასის 1/16-ფინალურ ეტაპზე, „ვალენსია“ რანგით მესამე დივიზიონის ბინადარს, „ლა ნუსიას“ დაუპირისპირდა და 3 უპასუხო გოლი გაუტანა. „ღამურების“ ქართველმა მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 77-ე წუთზე შეცვალეს. მატჩის შემდეგ, „ჩეს“ თავკაცმა, ჯენარო გატუზომ ახსნა, თასის შეხვედრაში „მამარდა“ რატომ დააყენა.

„დიდი ხანი დამჭირდა, რათა ეს გადაწყვეტილება მიმეღო. იაგო ერერინი გაბრაზდა და მას პატივს ვცემ, თუმცა, ჩემი არჩევანი ასეთი იყო. ამ მატჩის ძალიან მეშინოდა. ვწუხვარ იაგოს გამო, რომელიც კარგად ვარჯიშობს და ასევე, ვწუხვარ, რივეროს გამო, რომელსაც სათამაშო დრო არც კი მიუღია“.

შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილმა ესპანეთის სამეფო თასის მიმდინარე სეზონში პირველი შეხვედრა ჩაატარა. ლა ლიგისა და ესპანეთის თასის მატჩების გათვალისწინებით, ქართველი მეკარის ანგარიშზე მე-4 მშრალი შეხვედრაა. „ლა ნუსიას“ გიორგის კარის მიმართულებით ზუსტად არც ერთხელ დაურტყამს და „ვალენსიას“ მისი დახმარება არ დასჭირვებია.

საინტერესოა, რომ ცნობილმა ესპანურმა გამოცემამ, El Desmarque-მა „ვალენსიას“ ფეხბურთელთა ასპარეზობა შეაფასა და მამარდაშვილს 5 ქულა დაუწერა, რაც გასაგებია, რადგან გიორგი საქმეში არც ერთხელ გვინახავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შევამჩნიეთ, რომ ამ პატარა ბიჭს მეტი ყურადღება სჭირდებოდა“ - ფიფია La Repubblica-ს ესაუბრა
„შევამჩნიეთ, რომ ამ პატარა ბიჭს მეტი ყურადღება სჭირდებოდა“ - ფიფია La Repubblica-ს ესაუბრა