კრიშტიანუ რონალდუ, ალ ნასრი
Aa
Aa

სამხრეთ აფრიკა საუდის არაბეთის ნაცვლად - რონალდუს შეცდომა პრესკონფერენციაზე

დღეს, საუდის არაბეთში კრიშტიანუ რონალდუს პრეზენტაცია გაიმართა. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის სანახავად ათასობით გულშემატკივარი სტადიონზე შეიკრიბა.

იქამდე კი ვეტერანმა ფეხბურთელმა პრესკონფერენციაზე სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა. საუბრისას, რონალდუს შეცდომა გაეპარა, რაც ალბათ ბევრმა ვერ დააფიქსირა, თუმცა სპორტულ მედიაში ეს ფაქტი მაინც ვირუსივით გაგრძელდა.

რონალდუმ ერთ-ერთ მომენტში საუდის არაბეთი სამხრეთ აფრიკად მოიხსენია. კონკრეტულად კი მან თქვა:

„ჩემთვის, სამხრეთ აფრიკაში გადმოსვლა კარიერის დასრულებას არ ნიშნავს გულწრფელად, რომ გითხრათ არ მაინტერესებს რას ფიქრობს ხალხი.“

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუმ არაბულ კლუბთან 2.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი წელიწადში ანაზღაურების სახით 200 მილიონ ევროს მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილია - ბაიერნმა ნოიერის შემცვლელი იპოვა
ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილია - ბაიერნმა ნოიერის შემცვლელი იპოვა