„კუბოს ფიცარში ჩაჭედებული ბოლო ლურსმანი“ - პენანტი სლოტის გაშვებას ითხოვს
„ლივერპულის“ ყოფილი ფეხბურთელი ჯერმეინ პენანტი მიიჩნევს, რომ კლუბმა არნე სლოტთან თანამშრომლობა უნდა შეწყვიტოს.
პრემიერ ლიგის დასკვნით 38-ე ტურში „წითლებმა“ „ბრენტფორდთან“ ფრედ 1:1 ითამაშეს. სეზონის შედეგების მიხედვით, „ლივერპულმა“ სატურნირო ცხრილში 60 ქულით მე-5 ადგილი დაიკავა.
„მერსისაიდელებმა“ ბოლო 4 ტურში მხოლოდ 2 ქულა მოიპოვეს და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მხოლოდ იმიტომ დარჩნენ, რომ „ბორნმუთმა“ „ნოტინგემთან“ და „ლიდსთან“ გაუთვალისწინებელი ქულები (ორი ფრე ითამაშა და ლივერპულს 3 ქულით ჩამორჩა) დაკარგა.
„ხელმძღვანელობა არ შეიძლება ისხდეს დირექტორთა ლოჟაში, უყურებდეს ამ საშინელებას, ერთმანეთში განიხილავდნენ და მიდიოდნენ დასკვნამდე, რომ ეს მწვრთნელი მომდევნო სეზონში ტიტულებისთვის იბრძოლებს!
მათ ბრენტფორდთან მატჩში ძვლივს გაძლეს - ეს კუბოს ფიცარში ჩაჭედებული ბოლო ლურსმანი უნდა იყოს“,
- დაწერა პენანტმა სოციალურ ქსელში.
როგორც ცნობილია, „ლივერპული“ არნე სლოტს ენდობა და მას გუნდის მთავარ მწვრთნელად კიდევ ერთი სეზონით დატოვებს.