ცვლილებები საფეხბურთო წესებში - გერმანელი არბიტრის იდეები
გერმანელი მსაჯი, პატრიკ იტრიხი საფეხბურთო წესებში ცვლილებების შეტანის იდეით გამოვიდა. ფიფას კატეგორიის არბიტრის სიტყვები ცნობილმა გამოცემამ, Bild-მა გაავრცელა და იტრიხმა 4 შესაძლო ცვლილებაზე ისაუბრა.
მოედნის ცენტრში აღებული ტაქტიკური ჯარიმები
„მოედნის ცენტრში აღებული ტაქტიკური ჯარიმების გამო, წესების დამრღვევი გუნდის წინააღმდეგ საჯარიმო დარტყმა მისი კარიდან 17 მეტრის მოშორებით უნდა დავნიშნოთ. როგორ ფიქრობთ, ამის შემდეგ, რამდენად ხშირად ვიხილავთ მოედნის ცენტრში აღებულ ტაქტიკურ ჯარიმებს?“
დროის გაყვანის მცდელობები
„თუ ფეხბურთელი მინდორზე 3-ჯერ გადაბრუნდება და ექიმი დასჭირდება, მიუყვანეთ ექიმი, მაგრამ მოსთხოვეთ, რომ მოედნის დატოვების შემდეგ, გვერდითა ხაზთან მინიმუმ 3 წუთი გაატაროს. როგორ ფიქრობთ, რამდენად სწრაფად წამოდგებიან ხოლმე ფეხბურთელები ამის შემდეგ?“
მსაჯებისთვის შეურაცხყოფის მიყენება
„თუ ფეხბურთელი მსაჯს შეურაცხყოფას მიაყენებს, მოედნიდან 10 წუთით გავაძევოთ, რათა დამშვიდდეს. სტადიონს წრე დაარტყას, სანამ დაბრუნდება, რომ გახურებული შემოვიდეს და შეგვიძლია, ხელბურთისგან ვისწავლოთ, პატივისცემა რამდენად მნიშვნელოვანია."
უკმაყოფილება მსაჯების გადაწყვეტილების შემდეგ
„როგორ შეიძლება, რომ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, მსაჯის გარშემო 10 ფეხბურთელი იდგეს? ჩემი აზრით, ბუმ, ბუმ, ბუმ და წითელი ბარათები. ითამაშეთ 7-მა ათის წინააღმდეგ."