ნიკოლოზ ბასილაშვილი, ჩეკინატო
Aa
Aa

მარცხი ორ სეტში - ბასილაშვილმა სეზონი ცუდად დაიწყო

2023 წელთან საჩოგბურთო სამყაროც დაიწყო. ინდოეთში 250 ქულიანი კატეგორიის ტურნირი მიმდინარეობს, სადაც მონაწილეობს ნიკოლოზ ბასილაშვილიც იღებდა. ქართველმა ჩოგბურთელმა კი ახალი საჩოგბურთო სეზონი ცუდად დაიწყო.

პირველ წრეში, ნიკოლოზი ჩეკინატოს დაუპირისპირდა. იტალიელმა ჩოგბურთელმა არასრულ 1 საათში(56 წუთში) ორ სეტში, დამაჯერებლად 6:2 6:2 გაიმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

პირველ სეტში, ბასილაშვილმა მხოლოდ 4 გეიმი გაძლო, ხოლო მეხუთეში საკუთარი ჩაწოდება დათმო და ჩეკინატო წინ გავიდა. იტალიელმა კიდევ ერთ ბრეიკი შეასრულა და სეტი მისთვის ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

იდენტური სცენარით წარიმართა მეორე სეტი. ქართველმა ჩოგბურთელმა საკუთარი ჩაწოდება მეხუთე გეიმში დათმო, ხოლო იმ დროს, როდესაც ანგარიში 2:4 იყო, ჩეკინატომ კიდევ ერთხელ შეასრულა ბრეიკი. საბოლოოდ, როგორც უკვე მოგახსენეთ 6:2 6:2.

ცნობისთვის, ამ მომენტისთვის ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP რეიტინგში 91-ე პოზიციას იკავებს და ავსტრალიის ღია პირველობაზე იასპარეზებს, თუმცა თუ შედეგებს ვერ გააუმჯობესებს ასეულს მიღმა აღმოჩნდება და დიდ ტურნირებზე საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა მოუწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს - ბორდოს ქომაგებმა ზურიკო გამოარჩიეს
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს - ბორდოს ქომაგებმა ზურიკო გამოარჩიეს