დარვინ ნუნიესი
Aa
Aa

„მისი მსგავსი სტარტი გვქონდა“ - Domino’s Pizza-მ დარვინ ნუნიესს დასცინა

ცნობილმა პიცერიამ, Domino’s Pizza-მ „ლივერპულის“ ფეხბურთელს, დარვინ ნუნიესს დასცინა. მერსისაიდელთა ახალწვეულს „ბრენტფორდთან“ კარგი მატჩი ნამდვილად არ ჰქონია და რამდენიმე რეალური მომენტი გააფუჭა, რის შემდეგაც Domino’s Pizza-ს ყურადღების ცენტრში მოექცა.

„ბოდიშს გიხდით, თუ ამ საღამოს, რომელიმე შეკვეთა გამოგვრჩა, ამ ბიჭის მსგავსი სტარტი გვქონდა“, - დაწერა ცნობილმა პიცერიამ და „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დარვინ ნუნიესის ფოტო გამოაქვეყნა.

აღნიშნულ პოსტს სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. იყვნენ ისეთები, ვისაც Domino’s Pizza-ს ხუმრობა მოეწონა, თუმცა გულშემატკივრების უმრავლესობამ პიცერია გააკრიტიკა. მათი თქმით, ეს სრულიად მიუღებელი და სამარცხვინო გადაწყვეტილება იყო, რომლის გამოც, კომპანია ბევრ მომხმარებელს დაკარგავს.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპული“ 3:1 დამარცხდა და 19 ტურის შემდეგ, პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 28 ქულით მე-6 პოზიციაზე იმყოფება. ნუნიესს ყველაზე რეალური მომენტი მე-8 წუთზე მიეცა და ცარიელ კარში ვერ გაიტანა. ურუგვაელის დარტყმას „ბრენტფორდის“ უკანახაზელი, ბენ მი გადაეღობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მსგავსი ნიჭის ფეხბურთელი 50 წელში ერთხელ იბადება“ - La Repubblica-ს რეპორტაჟი საქართველოდან
„მსგავსი ნიჭის ფეხბურთელი 50 წელში ერთხელ იბადება“ - La Repubblica-ს რეპორტაჟი საქართველოდან