კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

„მინდა, კარიერა ღირსეულად დავასრულო“ - რონალდუს ძველი განცხადება გაუხსენეს

უცხოური გამოცემებისა და ცნობილი ჟურნალისტების მიხედვით, კრიშტიანუ რონალდუს მომდევნო კლუბი „ალ-ნასრია“. ფაბრიციო რომანო, Marca და სხვები იუწყებიან, რომ პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა და სამედიცინო შემოწმების პირველი ეტაპიც გაიარა.

რონალდუს შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. გულშემატკივრებმა მას რამდენიმე წლის წინ ნათქვამი ფრაზა და ჯონათან როსის გადაცემაში სტუმრობისას გაკეთებული განცხადება გაუხსენეს. მაშინ პორტუგალიელმა ირიბად ის ფეხბურთელები გააკრიტიკა, რომლებიც კარიერის ბოლოს კატარში ან მსგავს ქვეყნებში მიდიან.

„მინდა, კარიერა უმაღლეს დონეზე დავასრულო და ეს ღირსეულად, კარგ კლუბში გავაკეთო. არ ვამბობ, რომ აშშ-ში, კატარში ან დუბაიში წასვლა ცუდია, მაგრამ ჩემს მომავალში ეს არაა“.

შეგახსენებთ, რომ რონალდუ „ალ-ნასრს“ შეუერთდება და Al Arabiya-ს ინფორმაციით, მისი ხელშეკრულება 2 სეზონზე იქნება გათვლილი. ყოველ სეზონში, მისი ანაზღაურება 75 მილიონი ევრო იქნება, თუმცა ბონუსებით ეს თანხა 200-მდე გაიზრდება. როგორც იცით, „ალ-ნასრის“ თავკაცი რუდი გარსიაა, კლუბის რიგებში კი დავიდ ოსპინა და ალვარო გონსალესი ასპარეზობენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზურიკოს ბენეფისი და ბრწყინვალე გოლი - ბორდომ უშუალო კონკურენტს მოუგო
ზურიკოს ბენეფისი და ბრწყინვალე გოლი - ბორდომ უშუალო კონკურენტს მოუგო