ენცო ფერნანდესი
Aa
Aa

ჩელსი ენცო ფერნანდესის შეძენასთან ახლოსაა - არგენტინელი თანახმაა ლონდონში წავიდეს

ლონდონის „ჩელსი“ ენცო ფერნანდესის გადაბირებასთან ძალიან ახლოსაა. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, არგენტინელი ნახევარმცველით ევროპული ფეხბურთის რამდენიმე გრანდი დაინტერესდა, მაგრამ ამჟამინდელი ვითარების გათვალისწინებით, მისი შეძენის მთავარი ფავორიტი „ლურჯები“ არიან.

ცნობილი სატრანსფერო ექსპერტის, ნიკოლო სკირას ინფორმაციით, „არისტოკრატებმა“ 21 წლის ფეხბურთელთან შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. ენცო 2028 წლის ზაფხულამდე გათვლილ კონტრაქტსა და ყოველწლიურად, 10 მილიონი ევროს ოდენობის ხელფასს დათანხმდა, რის შემდეგაც ყველაფერი კლუბებზეა დამოკიდებული.

Telegraph-ის ცნობით, „ჩელსი“ „ბენფიკასთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს და იმედი აქვს, რომ პორტუგალიურ კლუბს დათმობებზე დაიყოლიებს. „არწივებს“ სურთ, ლონდონელებმა ფერნანდესის გამოსასყიდი თანხა, 120 მილიონი ევრო გადაიხადონ, „არისტოკრატები“ კი თანხის გადანაწილებასა და ბარტერს ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, 21 წლის ნახევარმცველმა „ბენფიკას“ მაისურით 24 შეხვედრა ჩაატარა. მის ანგარიშზე 3 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დღე, როცა პელემ თასმების შეკვრის სანაცვლოდ 120 000 დოლარი მიიღო
დღე, როცა პელემ თასმების შეკვრის სანაცვლოდ 120 000 დოლარი მიიღო