ანზორ კავაზაშვილი
Aa
Aa

„წლის იმედგაცრუება ის სანქციებია, რომლებიც ფიფამ და უეფამ რუსეთს დაუწესეს“ - ამბობს კავაზაშვილი

საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა მეკარემ, ანზორ კავაზაშვილმა რუსულ ვებგვერდს, Sport-express.ru-ს ინტერვიუ მისცა და წლის მთავარი იმედგაცრუება დაასახელა. ქუთაისის „ტორპედოს“ ექს-გოლკიპერი იმედგაცრუებული დარჩა იმ სანქციებით, რომლებიც უეფამ და ფიფამ რუსეთის ნაკრებს დაუწესეს...

„წლის იმედგაცრუება ის სანქციებია, რომლებიც უეფამ და ფიფამ უსამართლოდ დააწესეს და ჩვენი ეროვნული ნაკრები ყველა ტურნირიდან მოკვეთეს. ეს საფეხბურთო ცხოვრების ყველაზე საშიში და უსიამოვნო პერიოდი იყო.

იმედი მაქვს, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოები დაფიქრდებიან და მიხვდებიან, რომ რუსეთის გარეშე მსოფლიო სპორტი და განსაკუთრებით, ფეხბურთი არ არსებობს. ასეა, რადგან ჩვენი ქვეყანა დიდი და ყოვლისშემძლეა. ჩვენ მსოფლიო არენაზე ყოფნით, ჩვენი წარმატების ჩვენება შეგვიძლია“.

შეგახსენებთ, რომ ფიფამ და უეფამ აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის გამო მიიღო.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მერაბი ჩემთვის უმარტივესი მეტოქეა“ - სეხუდომ დვალიშვილზე ისაუბრა
„მერაბი ჩემთვის უმარტივესი მეტოქეა“ - სეხუდომ დვალიშვილზე ისაუბრა