ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ნაპოლის ექს-ფეხბურთელი: „ხვიჩა რიცხობრივ უპირატესობას ქმნის და ეს ბევრს არ გამოსდის“

„ნაპოლის“ ყოფილი ფეხბურთელი, მასიმილიანო ესპოზიტო ლუჩანო სპალეტის გუნდის ერთ-ერთ ვარჯიშს დაესწრო და შემდეგ, თავისი მოსაზრებები იტალიურ გამოცემებს გაუზიარა. ესპოზიტომ ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა და ქართველი შემტევი შეაქო.

„თანამედროვე ფეხბურთში ცოტა მოთამაშეა, რომელსაც მეტოქის ჩამოტოვება და რიცხობრივი უპირატესობის შექმნა შეუძლია, კვარაცხელიას კი ეს ძალიან კარგად გამოსდის. გუნდები ეძებენ ფეხბურთელებს, რომლებსაც რიცხობრივი უპირატესობის შექმნა შეუძლიათ, რადგან ეს მოწინააღმდეგე გუნდებს სერიოზულ პრობლემებს უქმნის.

ბოლო წლებში, ასეთი ფეხბურთელები ცოტათი დაიკარგნენ, მაგრამ ახლა ეს იდეა ისევ დაბრუნდა. კვარაცხელია შემთხვევით არ მიხსენებია. ის არის ფეხბურთელი, რომელიც ერთი-ერთზე ყოფნისას, მეტოქეების ჩამოშორებას ყველაზე ხშირად ცდილობს“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს 41 ქულით ლიდერობს და მეორე პოზიციაზე მყოფ „მილანს“ 8 ქულით უსწრებს. კვარაცხელიამ სერია A-ს მიმდინარე სეზონში, 12 მატჩში 6 გოლი შეაგდო და 5 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, ჩემპიონთა ლიგის 5 მატჩში 2 გოლითა და 3 საგოლე პასით გამოიჩინა თავი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მეფემ დაგვტოვა - როგორ ემშვიდობება საფეხბურთო სამყარო პელეს
მეფემ დაგვტოვა - როგორ ემშვიდობება საფეხბურთო სამყარო პელეს