კონტრაქტს ხელი მოაწერა - რონალდუ ალ-ნასრში ითამაშებს
პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს. ცნობილი სატელევიზიო ტელეარხის, Al Arabiya-ს ინფორმაციით, რონალდუმ „ალ-ნასრისთან“ შეთანხმებას მიაღწია და ოფიციალურ დოკუმენტებს ხელიც მოაწერა.
კრიშტიანუ „ალ-ნასრის“ რიგებში 2 სეზონის განმავლობაში ითამაშებს, შემდეგ კი საპატიო ელჩის სტატუსს მოირგებს. ესპანური პრესის ცნობით, პორტუგალიელის კონტრაქტი 7 წელიწადზეა გათვლილი და მისი ანაზღაურება სეზონში 75 მილიონი იქნება, თუმცა, ბონუსებით ეს თანხა 200-მდე ავა. კრიშტიანუმ სამედიცინო შემოწმების პირველი ეტაპი უკვე გაიარა.
النصر السعودي يتعاقد رسميا مع #كريستيانو_رونالدو لمدة موسمين #العربية pic.twitter.com/WJs0PCue54
— العربية عاجل (@AlArabiya_Brk) December 30, 2022
შეგახსენებთ, რომ „ალ ნასრის“ თავკაცი რუდი გარსიაა, კლუბის რიგებში კი დავიდ ოსპინა და ალვარო გონსალესი ასპარეზობენ. რამდენიმე კვირის წინ გავრცელებული ინფორმაციით, საუდის არაბეთის სამეფო ოჯახს სურს, ადგილობრივ ჩემპიონატში ლიონელ მესიც იხილოს.
Marca-ს ცნობით, არაბები რონალდუსთან ერთად მადრიდის „რეალის“ ყოფილი კაპიტნისა და ამჟამად პსჟ-ის მცველის, სერხიო რამოსის დამატებასაც ეცდებიან. რამოსს პსჟ-სთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება და „ალ-ნასრი“ მის დამატებას ივლისში უფასოდ შეეცდება.