კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

„შარშანდელთან შედარებით უკეთეს ფორმაში ვართ“ - ანჩელოტიმ ტრანსფერები გამორიცხა

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი იანვარში ტრანსფერებს გამორიცხავს.

ანჩელოტი ამის საჭიროებას ვერ ხედავს:

„მოხარულები ვართ, რომ დავბრუნდით. ბენზემა ჩვენთანაა და ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.

კალენდარი ძალიან სერიოზულ მოთხოვნებს გვიყენებს. ესპანეთის სუპერ თასი, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი... მარტამდე ბევრი თამაში იქნება.

თითოეულ მოთამაშეს ინდივიდუალურად შევაფასებთ. ჩვენ გავარკვევთ, ვის სჭირდება დასვენება და ვის მუშაობა. თუ ტრანსფერებზე ვსაუბრობთ, მაშინ ისინი არ გვჭირდება. ვფიქრობ, შარშანდელთან შედარებით უკეთეს ფორმაში ვართ“,

- განაცხადა ანჩელოტიმ.

„რეალს“ აქტიურად უკავშირებენ ჯუდ ბელინგებს, რომლის შეძენის ყველაზე დიდი შანსი სწორედ მადრიდელებს აქვთ, რადგან ინგლისელს „სამეფო კლუბში“ თამაშის პერსპექტივა ხიბლავს.

რაც შეეხება კილიან მბაპეს, მადრიდელებმა მისი შეძენა კიდევ ერთხელ გამორიცხეს. კლუბს ფრანგზე საუბარი მეტად აღარ სურს.

მსგავსი სიახლეები