ანხელ დი მარია, კატარი 2022, არგენტინის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

მესიმ სთხოვა - დი მარია სანაკრებო კარიერას აგრძელებს

მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ, ბევრი ელოდა, რომ არგენტინის ნაკრების უკვე ასაკში მყოფი ლიდერები სანაკრებო კარიერას მაჟორულ ნოტაზე დაასრულებდნენ, თუმცა ვინც ასე ფიქრობდა ცდებოდა.

ჯერ ლეო მესიმ განაცხადა, რომ იგი ნაკრებიდან არ მიდის და მსოფლიო ჩემპიონის რანგში „ალბისელესტეს“ მაისურით თამაში უნდა.

ამჯერად, როგორც Tyc Sports-ი წერს, გადაწყვეტილება ანხელ დი მარიამაც შეცვალა და 34 წლის გარემარბიც რჩება.

წყაროს ცნობით, დი მარიას გადაწყვეტილებაში მთავარი როლი ლეო მესიმ შეასრულა, რომელმაც გუნდელს სანაკრებო კარიერის კიდევ ცოტა ხნით გაგრძელება სთხოვა.

დი მარიამ ადრე თქვა, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი კატარში შეიძლება მისი ბოლო სანაკრებო ტურნირი ყოფილიყო.

შეგახსენებთ, რომ დი მარიამ არგენტინის ეროვნულ ნაკრებში თამაში 2009 წელს დიეგო მარადონას ხელმძღვანელობით დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში მან გუნდში 129 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 28 გოლი გაიტანა და 29 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ონლაინ პეტიცია - ფრანგები ფინალის გადათამაშებას ითხოვენ
ონლაინ პეტიცია - ფრანგები ფინალის გადათამაშებას ითხოვენ