კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

ცნობილი გახდა მიზეზები, რის გამოც ევროპულ კლუბებს რონალდუ არ სურთ

კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედის“ დატოვებას მთელი ზაფხული ცდილობდა და ამის მიზეზი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის სურვილი იყო. საბოლოოდ, მას კლუბთან და ერიკ ტენ ჰაგთან ურთიერთობა გაუფუჭდა და ყველაფერი სკანდალური ინტერვიუთი დასრულდა, რომელმაც პორტუგალიელის „ოლდ ტრაფორდიდან“ წასვლა განაპირობა.

კრიშტიანუს ევროპაში დარჩენა და კვლავ უმაღლეს დონეზე თამაში სურს, თუმცა ევროპულ კლუბებს მისი შეძენის სურვილი არ ჰქონიათ და დიდი შანსია „რონიმ“ კარიერა საუდის არაბეთში გააგრძელოს.

რა გახდა ამის მიზეზი? Metro, The Times-ზე დაყრდნობით წერს, რომ რონალდუს მიმართ ინტერესის არქონის მიზეზი მისი ქმედებები გახდა. წყაროს ცნობით, ევროპულ კლუბებს კრიშტიანუსთან თანამშრომლობის სურვილი მისი სკანდალური ინტერვიუს გამო არ ჰქონიათ.

რონალდუს ქცევა და კლუბისადმი დამოკიდებულება, პლუს ამას მისი მაღალი ხელფასი და ასაკი - კლუბებმა ამ ყველაფრიდან გამომდინარე მასთან თანამშრომლობა არ მოისურვეს.

ასევე ვარაუდობენ, რომ რონალდუმ შეთავაზება კატარიდანაც მიიღო, მაგრამ საუდის არაბეთიდან „ალ-ნასრის“ ვარიანტი გაცილებით მიმზიდველია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
FIFA-ს რეიტინგი - არგენტინა მაინც ვერ გალიდერდა, საქართველო უცვლელადაა
FIFA-ს რეიტინგი - არგენტინა მაინც ვერ გალიდერდა, საქართველო უცვლელადაა