გიორგი გველესიანი
Aa
Aa

გველესიანის დუბლმა პერსეპოლისს ლიდერობა შეუნარჩუნა

გიორგი გველესიანი ირანის ჩემპიონატში უჩვეულოდ შედეგიანი იყო და „ესტეღლართან“ გასვლით შეხვედრაში დუბლი გაიფორმა.

„პერსეპოლისის“ ქართველმა ლეგიონერმა პრო ლიგის მე-12 ტურში როგორც ხშირად ხდება ხოლმე შეუცვლელად ითამაშა. გველესიანმა ანგარიში მე-16 წუთზე გახსნა.

შემდეგ იყო 2 გაშვებული გოლი და „პერსეპოლისი“ 89-ე წუთამდე აგებდა, თუმცა მხსნელად გველესიანი მოევლინათ, რომელმაც მეორეც გაიტანა და შეხვედრის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

31 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ორივე გოლი თავური დარტყმით გაიტანა.

რაც შეეხება გველესიანის სეზონურ მონაგარს, ირანის ჩემპიონატში მის ანგარიშზე 11 მატჩია, ამ სეზონში კი მან პირველი გოლების სწორედ მე-12 ტურში გაიტანა. ამ მოპოვებული ქულის შემდეგ, „პერსეპოლისი" სატურნირო ცხრილში 25 ქულით კვლავ ლიდერია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ტრავმამდეც შევამჩნიე, რომ თამაშს მოუკლო“ - იტალიელი მწვრთნელი კვარაზე
„ტრავმამდეც შევამჩნიე, რომ თამაშს მოუკლო“ - იტალიელი მწვრთნელი კვარაზე