მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი
Aa
Aa

„მოდი, მე მეჩხუბე“ - დვალიშვილი პიოტრ იანს იწვევს

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანთან ჩხუბის სურვილი გამოთქვა. „მანქანა“ რუსი მებრძოლის მიერ გაზიარებულ პოსტს გამოეხმაურა, რომელშიც მის სავარაუდო მეტოქეებზე იყო საუბარი.

„მოდი, მე მეჩხუბე, ყოველთვის მზად ვარ“, - დაწერა დვალიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა ბოლო ბრძოლა ლეგენდარული ჟოზე ალდოს წინააღმდეგ გამართა. „მანქანამ“ მსაჯების გადაწყვეტილებით იმარჯვა და წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, თავისი წონითი დივიზიონის რეიტინგში მეორე ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა ამ წუთისთვის, მესამეა.

იანს რაც შეეხება, რუსმა ბოლოს შონ ომალის წინააღმდეგ იჩხუბა და მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა, თუმცა ბევრი ქომაგის აზრით, მოგება მას ეკუთვნოდა. რუს მებრძოლს კარიერაში 20 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 16 მოგება და 4 მარცხია. იანმა ბოლო 4 შეხვედრიდან 3 დათმო და სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგში მე-2 ადგილი სწორედ მას უკავია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბრაის მიტჩელი თოფურიასთან მარცხის შემდეგ კარიერის დასრულებაზე ფიქრობდა
ბრაის მიტჩელი თოფურიასთან მარცხის შემდეგ კარიერის დასრულებაზე ფიქრობდა